არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორც წყალი აქრობს ცეცხლს, ისე პატიება აცხრობს ემოციებს

ᲬᲧᲕᲘᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

4. პატიება

4. პატიება

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

პატიება ნიშნავს, დაივიწყო წყენა და მოიშორო ბრაზი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხდარი ნაკლებად სერიოზულად მიიჩნიო ან თავი ისე დაიჭირო, თითქოს არაფერი მომხდარა.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს მაშინაც კი, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).

„როცა ვინმე გიყვარს, მის ნაკლოვანებებზე კი არ ამახვილებ ყურადღებას, არამედ იმაზე, თუ როგორ ცდილობს, უკეთესი პიროვნება გახდეს“ (აარონი).

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ

წყენის გულში ჩადება უარყოფითად აისახება თქვენს ფიზიკურ თუ ემოციურ ჯანმრთელობაზე და, რასაკვირველია, ცოლქმრულ ურთიერთობაზეც.

„ერთხელ მეუღლემ მომიბოდიშა, რადგან ძალიან მატკინა გული. სიმართლე გითხრათ, თავიდან გამიჭირდა პატიება. ვნანობ, რომ ამდენი დრო დამჭირდა პატიებისთვის. ნამდვილად არ ღირდა ამის გამო ურთიერთობის დაძაბვა“ (ჯულია).

ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ

ᲨᲔᲐᲛᲝᲬᲛᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘ

როცა მეუღლე გულს გტკენთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • ზედმეტად მგრძნობიარე ხომ არ ვარ?

  • მართლა ისეთი რამე დააშავა, რომ თუ ბოდიშს არ მომიხდის, ვერ ვაპატიებ, თუ შემიძლია უბრალოდ დავივიწყო მომხდარი?

ᲔᲠᲗᲐᲓ ᲘᲛᲡᲯᲔᲚᲔᲗ

  • რამდენი დრო გვჭირდება, რომ ერთმანეთს შევურიგდეთ?

  • რის გაკეთება შეგვიძლია, რომ უფრო მალე შევრიგდეთ?

ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ

  • თუ მეუღლე გაწყენინებთ, ცუდ მოტივს ნუ მიაწერთ.

  • შეეცადეთ, გამართლება მოუძებნოთ მის საქციელს. გახსოვდეთ, რომ „ყველანი ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2).

„პატიება ადვილია, როცა ორივეა დამნაშავე, მაგრამ გაცილებით რთულადაა საქმე, როცა ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ ერთი მხარეა დამნაშავე. თავმდაბლობაა საჭირო, რომ აპატიო, როცა ბოდიშს გიხდიან“ (კიმბერლი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „სწრაფად . . . მოაგვარე საქმე“ (მათე 5:25).

წყენის გულში ჩადება უარყოფითად აისახება თქვენს ფიზიკურ თუ ემოციურ ჯანმრთელობაზე და, რასაკვირველია, ცოლქმრულ ურთიერთობაზეც