არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნივ: გახარებული და–ძმები ფილიპინურ ჟესტურ ენაზე მღერიან. ქვემოთ მარცხნივ: ახალი გამოცემით გახარებული და–ძმები „მათეს“ სახარებიდან მუხლებს გვაჩვენებენ. მარჯვნივ: დინ ჯეისეკი აცხადებს „მათეს“ სახარების გამოცემის შესახებ.

29 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
ფილიპინები

გამოიცა „მათეს“ სახარება ფილიპინურ ჟესტურ ენაზე

გამოიცა „მათეს“ სახარება ფილიპინურ ჟესტურ ენაზე

დამსწრეები ტაშით ხვდებიან „მათეს“ სახარების ფილიპინურ ჟესტურ ენაზე გამოცემას

2024 წლის 21 აპრილს კესონ–სიტიში (ფილიპინები) იეჰოვას მოწმეების ფილიალში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე ფილიპინების ფილიალის კომიტეტის წევრმა, დინ ჯეისეკმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს“ სახარება ფილიპინურ ჟესტურ ენაზე. პროგრამას ადგილზე 413 და–ძმა დაესწრო, ხოლო 3 998 – ვიდეოკონფერენციის საშუალებით იყო ჩართული. ამ გამოცემის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი ვებსაიტიდან jw.org და „აპლიკაციიდან JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.

ფილიპინურ ჟესტურ ენაზე დაახლოებით 500 000 ადამიანი საუბრობს. პირველი ფილიპინური ჟესტურენოვანი კრება კესონ–სიტიში 1999 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა 2011 წელს დაიწყო. დღეისათვის ფილიპინებში 3 000–ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს 72 ჟესტურენოვან კრებასა და ჯგუფში.

ეს არის „მათეს“ სახარების პირველი სრული თარგმანი ფილიპინურ ჟესტურ ენაზე. ერთმა ყრუ ძმამ თქვა: „ჩვენს ენაზე „მათეს“ სახარების მხოლოდ ზოგიერთი მუხლი იყო თარგმნილი. თითქოს დიდი ფაზლის რამდენიმე ნაწილი გვქონდა. ახლა კი მთლიანი სურათის დანახვა შეგვიძლია“. ერთმა უხუცესმა დასძინა: „მათეს“ სახარებაში უამრავი პრინციპია მოცემული, რომელიც კრებაზე ზრუნვისთვის და და–ძმების გამხნევებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად მათეს 5:23, 24–დან ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია უთანხმოების დროს ურთიერთობა აღვადგინოთ თანაქრისტიანთან. მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სწავლებები უკვე ჩვენს ენაზეა ხელმისაწვდომი“.

ვხარობთ ამ ახალი გამოცემით და დარწმუნებული ვართ, ის უამრავ ადამიანს დაეხმარება, სასარგებლო რჩევები მიიღოს ღვთის სიტყვიდან (მათე 7:24, 25).