არჩეულ მასალაზე გადასვლა

ევგენი ბუშევი

20 ნოემბერი, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 26 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲡᲐᲡᲯᲔᲚᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ | ევგენი ბუშევს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲡᲐᲡᲯᲔᲚᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ | ევგენი ბუშევს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

2024 წლის 25 აპრილს ჩელიაბინსკის საოლქო სასამართლომ საჩივრის განხილვის შემდეგ ევგენი ბუშევს სასჯელი ერთი წლით შეუმცირა. ახლა მას ექვსი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა.

2023 წლის 7 ნოემბერს კალინინსკის რაიონულმა სასამართლომ (ჩელიაბინსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო ევგენი ბუშევი და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.

ზოგადი ინფორმაცია

სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი ძმა დააპატიმრეს რწმენის გამო. თუმცა გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც იქნება თავშესაფარი ევგენისთვის და ყველა იმ და-ძმისთვის, ვინც რწმენის მსგავს გამოცდებს ხვდება (ფსალმუნი 94:22).

დროის დიაგრამა

  1. 2022 წლის 24 აგვისტო

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  2. 2022 წლის 8 სექტემბერი

    გაჩხრიკეს ევგენის სახლი.

  3. 2022 წლის 9 სექტემბერი

    დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვები.

  4. 2023 წლის 20 სექტემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  5. 2023 წლის 7 ნოემბერი

    დამნაშავედ ცნეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.