არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ლუბოვ გალიცინა, გარეგინ ხაჩატურიანი და გევორგ ერიციანი

8 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
რუსეთი

იზოლატორში ყოფნისას ისინი იეჰოვას მზრუნველობას გრძნობენ

იზოლატორში ყოფნისას ისინი იეჰოვას მზრუნველობას გრძნობენ

ნოვოჩერკასკის საქალაქო სასამართლო (როსტოვის ოლქი) მალე განაჩენს გამოიტანს ლუბოვ გალიცინას, გარეგინ ხაჩატურიანის და გევორგ ერიციანის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.

ზოგადი ინფორმაცია

მართალია, მოწინააღმდეგეები ცდილობენ, ზიანი მოგვაყენონ, მაგრამ გვჯერა, იეჰოვა კვლავაც აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს და ყველაფერს სასიკეთოდ შემოატრიალებს (დაბადება 50:20).

დროის დიაგრამა

  1. 2022 წლის 11 აგვისტო

    საქმე აღიძრა ლუბოვის, გარეგინის და გევორგის წინააღმდეგ. გარეგინი და გევორგი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  2. 2022 წლის 12 აგვისტო

    გარეგინი და გევორგი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

  3. 2022 წლის 16 აგვისტო

    ლუბოვი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  4. 2022 წლის 17 აგვისტო

    ლუბოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

  5. 2023 წლის 20 სექტემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  6. 2023 წლის 25 დეკემბერი

    ლუბოვი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

a b ამ სტატიის მომზადების დროს გარეგინი და გევორგი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ და ვერ მოხერხდა მათგან ინტერვიუს აღება.