არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ნადეჟდა კორობოჩკო, იგორ კლეტკინი და ნიკოლაი კონონენკო

1 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
რუსეთი

„დანებებას არ ვაპირებ“

„დანებებას არ ვაპირებ“

ამურის ნიკოლაევსკის საქალაქო სასამართლო (ხაბაროვსკის მხარე) მალე განაჩენს გამოიტანს იგორ კლეტკინის, ნიკოლაი კონონენკოს და ნადეჟდა კორობოჩკოს საქმეზე. ბრალდების მხარეს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.

ზოგადი ინფორმაცია

მადლიერნი ვართ იეჰოვასი, ასეთი სიყვარულით რომ ზრუნავს მათზე, ვინც ენდობა მას და იზიარებს ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „შენა ხარ ჩემი ღმერთი!“ (ფსალმუნი 31:14).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 11 ოქტომბერი

    გაჩხრიკეს იგორის და ნადეჟდას სახლები. იგორი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  2. 2021 წლის 12 ოქტომბერი

    ნადეჟდა დაკითხეს.

  3. 2021 წლის 13 ოქტომბერი

    იგორი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

  4. 2021 წლის 14 ოქტომბერი

    იგორს და ნადეჟდას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  5. 2022 წლის 27 სექტემბერი

    ნიკოლაის დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  6. 2023 წლის 16 იანვარი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.