არჩეულ მასალაზე გადასვლა

8 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ტანზანიასა და კენიაში ძლიერ წვიმებს წყალდიდობა მოჰყვა

ტანზანიასა და კენიაში ძლიერ წვიმებს წყალდიდობა მოჰყვა

2024 წლის აპრილში გადაუღებელ წვიმებს კენიასა და ტანზანიაში წყალდიდობა მოჰყვა. კენიაში 185 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება; დაახლოებით 200 ადამიანი გარდაიცვალა. ტანზანიაში დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი, 200-მდე კი გარდაიცვალა. მომდევნო კვირების განმავლობაში კვლავაც ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.

დაზარალებული და-ძმები

  • სამწუხაროდ გარდაიცვალა ერთი და და მისი ქალიშვილი.

  • 59 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

  • დაზიანდა 14 სახლი.

  • დაზიანდა 3 დარბაზი და 1 ბიბლიური საგანმანათლებლო ცენტრის შენობა.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ და-ძმებს.

ვლოცულობთ სტიქიით დაზარალებული და-ძმებისთვის. მართალია რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მალე აღარაფრის შეგვეშინდება და აღარაფერი შეგვაძრწუნებს (ესაია 54:14).