არჩეულ მასალაზე გადასვლა

დატბორილი ქალაქი ელდორადო-დუ-სული (რიუ-გრანდი-დუ-სული, ბრაზილია)

13 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ბრაზილია

ძლიერი წყალდიდობა ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში

ძლიერი წყალდიდობა ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში

2024 წლის 28 აპრილს რიუ-გრანდი-დუ-სულში (ბრაზილიის სამხრეთი) დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმებმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. დაზიანდა გზები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა, რის გამოც გართულდა მოსახლეობის ევაკუაცია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაზარალებულია 2,1 მილიონი ადამიანი, დაკარგულია 125 ადამიანზე მეტი და დაღუპულია 147.

დაზარალებული და-ძმები

  • სამწუხაროდ, სტიქიამ ერთი ხანდაზმული ცოლ-ქმრის სიცოცხლე იმსხვერპლა.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 1 544 იეჰოვას მოწმეს.

  • განადგურდა 2 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 155 სახლი.

  • მცირე ზიანი მიადგა 483 სახლს.

  • სერიოზულად დაზიანდა იეჰოვას მოწმეების 3 დარბაზი.

  • მცირე ზიანი მიადგა იეჰოვას მოწმეების 10 დარბაზს.

დაზარალებულთა დახმარება

  • დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. კომიტეტის წევრები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ. მათ დაზარალებული და-ძმები პირველადი მოხმარების ნივთებით მოამარაგეს და სულიერი დახმარება აღმოუჩინეს.

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ზრუნავენ და-ძმების სულიერ და ფიზიკურ საჭიროებებზე.

  • ქვეყნის უსაფრთხო ნაწილში მცხოვრები მოწმეები სტიქიით დაზარალებულ და-ძმებს დაბინავებაში ეხმარებიან.

ბრაზილიაში სტიქია ჯერ კიდევ მძვინვარებს. ვლოცულობთ, რომ სტიქიის ზონაში მცხოვრები და-ძმებისთვის იეჰოვა იყოს „ციხესიმაგრე გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნი 37:39).